ჩვენ შესახებ

uBill - საბილინგო სისტემა, რომელიც ბიზნესის მართვას ამარტივებს

uBill შეიქმნა იმისთვის, რომ ბიზნესებს ერთ სივრცეში ჰქონდეთ ბილინგის, გადახდების, მომხმარებლების, ინვოისების და კომუნიკაციის მართვის მარტივი და პრაქტიკული სისტემა.

რას ვთავაზობთ?

ერთ პლატფორმაში ვაერთიანებთ საბილინგო ფუნქციებს, გადახდების კონტროლს, ინვოისებს, SMS კომუნიკაციას, API ინტეგრაციას და ყოველდღიური ბიზნეს პროცესების მართვას.

ფოკუსი ბილინგი და მართვა
ძირითადი ფუნქცია გადახდები და ინვოისები
ტექნიკური მხარე API და ინტეგრაციები
მიზანი ბიზნესის გამარტივება

ვინ ვართ

„uBill“ შეიქმნა 2020 წლის 9 ივლისს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს საბილინგო მომსახურებას როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ჩვენი პლატფორმა შექმნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ გადახდების, მომხმარებლების, ინვოისების და ყოველდღიური ოპერაციების მართვა ერთიანი და მარტივად გამოსაყენებელი სისტემიდან.

uBill-ის გუნდი დაკომპლექტებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ პრაქტიკული, საიმედო და ბიზნესზე მორგებული სერვისი.

რას აკეთებს uBill

  • მომხმარებლების გადახდების და ბალანსების მართვა
  • ინვოისების შექმნა და ფინანსური პროცესების კონტროლი
  • შემოსავლების შედარება თვეებისა და წლების მიხედვით
  • მომხმარებლებისთვის სიახლეების და შეტყობინებების გაგზავნა
  • შეხვედრების, პროცესების და ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა
  • ბიზნესის მართვა კომფორტულ და ერთიან გარემოში

რატომ გვირჩევენ

uBill აერთიანებს ბილინგს, კონტროლს, ანალიტიკას და კომუნიკაციას ისე, რომ ბიზნესმა დრო ნაკლებ ოპერაციებზე და მეტი განვითარებაზე დახარჯოს.

ბილინგი ერთ სივრცეში

გადახდების, ბალანსების, ინვოისების და მომხმარებელთა ფინანსური ურთიერთობების მართვა ერთ პლატფორმაზე.

ანალიტიკა და კონტროლი

შემოსავლების და ბიზნეს მონაცემების შედარება თვეებისა და წლების მიხედვით მარტივი ინტერფეისით.

API და ინტეგრაცია

სისტემის დაკავშირება ვებსაიტებთან, CRM-ებთან და სხვა შიდა თუ გარე პლატფორმებთან.

მარტივი მართვა

ყოველდღიური ოპერაციების, შეხვედრების, მომხმარებლების და ბიზნეს პროცესების გამარტივებული მართვა.

ბილინგი ინვოისები SMS API

ვისთვის არის uBill?

uBill განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მომხმარებლების, გადახდების, ინვოისების, კომუნიკაციის და ბიზნეს პროცესების ერთიანად და ეფექტურად მართვა.

  • მომსახურების და აბონენტური ბიზნესებისთვის
  • ონლაინ და ოფლაინ გადახდების სამართავად
  • მომხმარებელთა ბაზისა და ფინანსების გასაკონტროლებლად
  • SMS და სხვა კომუნიკაციის ერთიანად სამართავად

გინდა uBill-ის გამოყენება?

შექმენი ანგარიში, გაეცანი პაკეტებს ან დაგვიკავშირდი და ერთად შევარჩიოთ შენი ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტა.

ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები

ვიყენებთ წამყვან და სანდო ტექნოლოგიებს

uBill დაფუძნებულია თანამედროვე ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მარტივ მასშტაბირებას

ზემოთ ასვლა