რეფერალური პროგრამა

ჩაერთე რეფერალურ პროგრამაში

გაუწიეთ პოპულარიზაცია UBill-ის სერვისის გავრცელებას და მიიღეთ 30 ლარი ყოველ მომხმარებელზე, რომელიც ბიზნეს პაკეტს გააქტიურებს.

30 ლარი თითოეულ მომხმარებელზე, რომელიც ბიზნეს პაკეტს გააქტიურებს

რატომ ღირს ჩართვა?

ამ პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება და დაწყება ახლავე შეგიძლიათ, ჩვენგან თანხმობის ლოდინის გარეშე.

ანაზღაურება 30 ლარი
პირობა ბიზნეს პაკეტის აქტივაცია
ინსტრუმენტები ბმულები და ბანერები
მართვა რეფერალის ანგარიშიდან

როგორ დავიწყო?

ამ პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება და დაწყება ახლავე შეგიძლიათ, ჩვენგან თანხმობის ლოდინის გარეშე.

დარეგისტრირდით

გაიარეთ რეგისტრაცია my.ubill.ge-ზე და შეავსეთ პროფილის მონაცემები სრულად.

გახდით რეფერალი

ეწვიეთ რეფერალური პროგრამის გვერდს მენიუდან და აიღეთ თქვენი ინდივიდუალური ბმული.

გაუწიეთ პოპულარიზაცია

გააზიარეთ თქვენი ბმული და მოიზიდეთ მომხმარებლები, რომლებიც ბიზნეს პაკეტს გაააქტიურებენ.

როგორ გავუწიო პოპულარიზაცია?

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მარტივი მაგალითი, თუ როგორ შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი UBill-ის სერვისის გაყიდვას და გამოიმუშაოთ თანხა.

გამოიყენეთ ბანერები

თქვენს რეფერალის ანგარიშში დაგხვდებათ რამდენიმე ბანერი, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ვებ საიტზე ან ბლოგზე ჩასვათ. უბრალოდ დააკოპირეთ და ჩასვით კოდი მათ გამოსაყენებლად.

გამოიყენეთ რეფერალური ბმულები

გაუგზავნეთ თქვენი ინდივიდუალური რეფერალური ბმული UBill-ის პოტენციურ მომხმარებლებს. ბმულის გამოყენება სტატიასა და ბლოგ პოსტებშიც შეგიძლიათ, ან გააზიარეთ უბრალოდ ჩატის საშუალებით.

ხშირად დასმული შეკითხვები

ვის შეუძლია რეფერალურ პროგრამაში გაწევრიანება?

ეს პროგრამა გათვალისწინებულია 18 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი პირისთვის, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.

როგორ ხდება გაყიდვების აღრიცხვა?

გაყიდვების აღრიცხვა ხდება, როდესაც მომხმარებელი დააკლიკავს თქვენს რეფერალურ ბმულს. ბმულზე გადასვლისას ბრაუზერში ინახება cookie, რომელიც აღრიცხავს მომხმარებლის რეგისტრაციას. როდესაც თქვენს მიერ მოყვანილი მომხმარებელი ბიზნეს პაკეტს გაააქტიურებს, თქვენ დაგერიცხებათ 30 ლარი.

როდის მივიღებ თანხას?

როგორც კი თქვენ მიერ მოყვანილი მომხმარებელი გააქტიურებს ბიზნეს პაკეტს, თანხა თქვენს რეფერალურ ბალანსზე აისახება. საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ხდება ყოველი თვის 1-დან 3 რიცხვამდე. რეფერალური ბალანსის გამოყენება UBill-ის სერვისებისთვისაც შეგიძლიათ.

მივიღებ საკომისიოს მომხმარებლის მიერ პაკეტის განახლების ან სხვა პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში?

არა. საკომისიო გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდება და ბიზნეს პაკეტს გააქტიურებს. პაკეტის განახლებისას ან დამატებითი პროდუქტის შეძენისას საკომისიო არ გაიცემა.

#ჩაერთე რეფერალურ პროგრამაში

გაქვთ დამატებითი შეკითხვები?

თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია რეფერალური პროგრამის, პირობების ან მუშაობის პრინციპის შესახებ, დაგვიკავშირდით.

დაგვიკავშირდით

არ დაკარგო დრო, დაიწყე ახლავე!

შექმენი ანგარიში, გააქტიურე რეფერალური პროგრამა და დაიწყე ახალი მომხმარებლების მოზიდვა რამდენიმე ნაბიჯში.

ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები

ვიყენებთ წამყვან და სანდო ტექნოლოგიებს

uBill დაფუძნებულია თანამედროვე ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მარტივ მასშტაბირებას

ზემოთ ასვლა