ეს გვერდი აღწერს პლატფორმის გამოყენების ძირითად წესებს, მომსახურების ფარგლებს, მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, ანგარიშსწორების წესსა და სხვა მნიშვნელოვან დებულებებს.
პირობები ვრცელდება პლატფორმის გამოყენებაზე, SMS მომსახურებაზე, საბილინგო ფუნქციონალზე, ბრენდნეიმის რეგისტრაციაზე, შეტყობინებების გაგზავნაზე, ინვოისებზე, ანგარიშსწორებაზე, პასუხისმგებლობის ფარგლებსა და დავების გადაწყვეტის წესზე.
ერთის მხრივ, შპს „იუბილ ჯგუფი“, შემდგომში „კომპანია“ და მეორეს მხრივ, ubill.ge ვებგვერდის მომხმარებელი, შემდგომში „მომხმარებელი“, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების მიღებაზე ნების გამოხატვისთანავე, თანხმდებიან ქვემოთ მოცემულ პირობებზე.
1.1. პლატფორმაზე რეგისტრაციით, პირადი კაბინეტის გამოყენებით ან მომსახურების პირობებზე თანხმობის დაფიქსირებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და სრულად ეთანხმება წინამდებარე პირობებს, ვებგვერდის გამოყენების წესებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ წესებს.
1.2. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კომპანია საკუთარი ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის მეშვეობით მომხმარებელს ანიჭებს წვდომას პლატფორმაზე და გამოუყოფს პირად კაბინეტს, საიდანაც მომხმარებელი მართავს SMS მომსახურებასთან, ბილინგთან, ანგარიშსწორებასთან, ინვოისებთან, გადახდებთან, აბონენტურ ან პაკეტურ მომსახურებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს.
1.3. პლატფორმა იძლევა როგორც ტრანზაქციული, ისე მარკეტინგული ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას, ასევე მომხმარებლის საჭიროების შესაბამისად, საბილინგო ოპერაციების, გადასახდელების, ქვითრების, ინვოისებისა და ანგარიშგების ადმინისტრირების ფუნქციონალს.
1.4. მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელი წინასწარ იძენს განსაზღვრული რაოდენობის შეტყობინებებს, ავსებს ბალანსს ან აქტიურებს შესაბამის ფასიან პაკეტს/სერვისს მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
1.5. კომპანია მომხმარებლის შეტყობინებების ადრესატამდე მისატანად და/ან საბილინგო ფუნქციონალის განსახორციელებლად იყენებს პარტნიორი ოპერატორების, ბანკების, საგადახდო პროვაიდერების და სხვა ტექნიკური პროვაიდერების ინფრასტრუქტურას.
1.6. მხარეები ადასტურებენ, რომ მომხმარებლის მითითებით კომპანია ახორციელებს მხოლოდ იმ მონაცემებზე ტექნიკურ წვდომას და დამუშავებას, რაც აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად. მომხმარებელი თავად რჩება პასუხისმგებელ პირად მის მიერ ატვირთული, შეყვანილი ან გამოყენებული პერსონალური მონაცემების კანონიერ დამუშავებაზე.
1.7. კომპანია მომხმარებლისა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემებს ამუშავებს მომსახურების პერიოდში და მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კანონით ან შიდა წესებით განსაზღვრული გონივრული ვადით, რის შემდეგაც მონაცემები ექვემდებარება წაშლას ან გაუქმებას, თუ მათი შენახვა აღარ არის საჭირო.
2.1. მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინებების გაგზავნამდე დაარეგისტრიროს სათაური, რომელიც გამოიყენება შეტყობინების გამგზავნის იდენტიფიკაციისთვის. მომხმარებელს უფლება აქვს ჰქონდეს ერთზე მეტი სათაური.
2.2. ახალი სათაურის დამატების მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა წარადგინოს კომპანიის მიერ განსაზღვრული წესით. კომპანია უფლებამოსილია დაადასტუროს ან არ დაადასტუროს სათაური თავისი შიდა პროცედურებისა და ოპერატორული მოთხოვნების შესაბამისად.
2.3. მომხმარებლის მიერ დაუდასტურებელი, შეთანხმების ფარგლებს გარეთ არსებული ან სხვა პირის სახელთან ასოცირებული სათაურის გამოყენების მცდელობა ან ფაქტი ჩაითვლება შეთანხმების არსებით დარღვევად. ასეთი დარღვევით გამოწვეული ნებისმიერი სანქცია, ჯარიმა, ზიანი ან მოთხოვნა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
2.4. სათაურის რეგისტრაცია თავისთავად არ ნიშნავს მის ავტომატურ აქტივაციას. აქტივაციის პროცესს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი დრო, მათ შორის ოპერატორული ან ტექნიკური დადასტურების გამო.
2.5. მომხმარებელი უფლებამოსილია შეტყობინებები გააგზავნოს მხოლოდ იმ სათაურებით, რომლებიც უკვე გააქტიურებულია.
2.6. პლატფორმაზე შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სათაურების გამოყენება. კონკრეტული ტექნიკური რეჟიმები და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები განისაზღვრება პლატფორმის ფუნქციონალითა და შესაბამისი მომსახურების პირობებით.
3.1. SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ იმ ნომრებზე, რომლებიც მომხმარებელმა თავად შეიყვანა ან კანონიერად მოიპოვა. მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნისთვის საჭირო თანხმობების მოპოვება და მათი სამართლებრივი სისწორე მთლიანად მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
3.2. ამ პირობების მიზნებისთვის, კამპანია ნიშნავს მომხმარებლის მიერ ერთი ტიპის ან ერთი შინაარსის შეტყობინების გაგზავნას ერთი ან მრავალი ადრესატისთვის.
3.3. მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უარის თქმის მექანიზმი. თუ პლატფორმა ტექნიკურად მოითხოვს ასეთ მექანიზმს, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინებაში სწორად ასახოს იგი.
3.4. პლატფორმა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას მართოს ადრესატთა სიები, დააჯგუფოს ნომრები, აღრიცხოს მარკეტინგული თანხმობა და ავტომატურად გამოყოს უარის მქონე ადრესატები შესაბამის სიებში. ეს ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება მონაცემთა დამუშავების კონტროლში, თუმცა პასუხისმგებლობას არ ხსნის.
3.5. კონკრეტული ტექნიკური რეჟიმით გაგზავნილი შეტყობინებები შესაძლოა მიწოდდეს ადრესატთან განსხვავებული მექანიზმით. თუ მომხმარებელი ასეთ რეჟიმს იყენებს მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად ადრესატის თანხმობის გარეშე, ყველა სამართლებრივი და ფინანსური შედეგი ეკისრება მომხმარებელს.
3.6. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონმდებლობის, რეკლამის შესახებ მოქმედი წესების და სხვა შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაცვა წარმოადგენს მომხმარებლის ვალდებულებას და პლატფორმით სარგებლობის აუცილებელ პირობას.
3.7. შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია ასევე API ინტეგრაციის გზით, რა დროსაც მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის მიერ განსაზღვრული ტექნიკური პირობები და უსაფრთხოების წესები.
3.8. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს გაუგზავნოს მომსახურებასთან დაკავშირებული სისტემური და საოპერაციო შეტყობინებები, მათ შორის ანგარიშის სტატუსის, ბალანსის, ინვოისის, ვადაგადაცილებული დავალიანების, პაკეტის ვადის გასვლის, ტექნიკური შეფერხების, უსაფრთხოების გაფრთხილების ან სხვა აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხების შესახებ.
3.9. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ სისტემური და საოპერაციო შეტყობინებები არ ითვლება მარკეტინგულ კომუნიკაციად, თუ ისინი პირდაპირ უკავშირდება მომსახურების მიწოდებას, ანგარიშსწორებას, უსაფრთხოებას ან მომხმარებლის ანგარიშის ადმინისტრირებას.
3.10. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან აბონენტების ქსელში ჩართულობაზე ან აქტიურობაზე. კომპანიის ნომრებზე შეტყობინების გაგზავნისას ადრესატამდე მისვლა შესაძლებელია მერყეობდეს 50-80%-იან დიაპაზონში. მომხმარებელი ატარებს ამ უკანასკნელ რისკს, შესაბამისად, კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება განხორციელებული კამპანიის სრული მოცულობიდან ადრესატებთან მისული შეტყობინებების პროცენტულ მაჩვენებელზე.
4.1.1. კომპანიას უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს ან განაახლოს მომსახურების პირობები. ახალი რედაქცია ძალაში შედის პლატფორმაზე გამოქვეყნების მომენტიდან, თუ სხვა რამ პირდაპირ არ არის მითითებული.
4.1.2. მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსზე, მის მიზანზე, ადრესატთა კანონიერებაზე, ინვოისების/ბილინგური მონაცემების სისწორეზე და სათაურის არჩევაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
4.1.3. კომპანია უფლებამოსილია შეინახოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას ან მომსახურების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის ტექნიკური, ბილინგთან, ინვოისებთან, გადახდებთან და ანგარიშის სტატუსთან დაკავშირებული მონაცემები, მომსახურების განხორციელების მიზნით.
4.1.4. კომპანია ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს პლატფორმის ტექნიკური გამართულობა და მომხმარებლისთვის ანგარიშზე ხელმისაწვდომობა, თუმცა არ აგებს პასუხს მისი ბრალის გარეშე წარმოშობილ ტექნიკურ შეფერხებებზე.
4.1.5. კომპანიის პასუხისმგებლობა მისი ბრალეულობით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა ფაქტობრივად გადაიხადა შესაბამის მომსახურებაზე.
4.1.6. კომპანია არ აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რომლებიც გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ მესამე პირის ინფორმაციის, მონაცემების ან პლატფორმის არამართლზომიერი გამოყენებიდან.
4.1.7. კომპანია ვალდებულია დაიცვას იმ მონაცემების კონფიდენციალურობა, რომლებზეც ხელმისაწვდომობა აქვს მომსახურების გაწევის ფარგლებში.
4.1.8. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მის სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვა მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა უსაფრთხოების პროცედურების შესაბამისად.
4.1.9. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია, გონივრულ ფარგლებში, აწვდის მას მომსახურებასთან დაკავშირებულ შესაბამის ინფორმაციას.
4.1.10. კომპანიას უფლება აქვს დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს მომსახურება, თუ არსებობს გადაუხდელი დავალიანება, საეჭვო ტრანზაქცია, თაღლითობის გონივრული ეჭვი, chargeback, ან მომსახურების პირობების დარღვევა.
4.2.1. პლატფორმით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია, დაეთანხმოს მომსახურების პირობებს და მომსახურების სპეციფიკის მიხედვით გააქტიუროს მინიმუმ ერთი სათაური ან შესაბამისი ბილინგური სერვისი.
4.2.2. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას და შემდგომშიც მიუთითოს ზუსტი, უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია.
4.2.3. მომხმარებელს ეკრძალება პლატფორმის გამოყენება კანონით აკრძალული საქმიანობის, უკანონო საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისთვის, ასევე ნებისმიერი ისეთი შინაარსის გასავრცელებლად, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4.2.4. მომხმარებელი თავად მართავს და ინახავს მის კაბინეტში შეტანილ ნომრებს, ტექსტებსა და მონაცემებს, ასევე საბილინგო ჩანაწერებსა და ინვოისურ ინფორმაციას, და განსაზღვრავს მათი შენახვის საჭირო ვადას თავისი საქმიანობის და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
4.2.5. ადრესატების პერსონალური მონაცემების მოპოვებაზე, დამუშავებაზე, გამოყენებასა და შესაბამისი თანხმობების არსებობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
4.2.6. კომპანიის მიერ საჭირო ინფორმაციის მოთხოვნისას მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს ზუსტი და სრული მონაცემები.
4.2.7. მომხმარებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ მოიპოვოს შეტყობინებების მიმღებთა თანხმობა და მათი მოთხოვნის შემთხვევაში შეწყვიტოს კონკრეტულ ნომერზე შეტყობინებების გაგზავნა.
4.2.8. მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების შინაარსი შეუსაბამოს „რეკლამის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს მის მიერ გამოწვეულ ზიანზე, სანქციებზე, ჯარიმებზე და სხვა ფინანსურ შედეგებზე.
4.2.9. მომხმარებელი ვალდებულია დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური, უზრუნველყოს ანგარიშზე საკმარისი ბალანსი, სწორად მიუთითოს საგადახდო და საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არ გამოიყენოს მოპარული, არაკანონიერი ან მესამე პირის დაუშვებელი საგადახდო საშუალებები.
5.1. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე, მისი კაბინეტის უსაფრთხოებაზე და ავტორიზაციის მონაცემების დაცვაზე.
5.2. კომპანია არ აგებს პასუხს დანაკარგზე, ზიანზე ან ხარჯზე, მათ შორის პირდაპირ თუ ირიბ ფინანსურ ზარალზე, თუ ასეთი შედეგი არ არის კომპანიის პირდაპირი და უშუალო ბრალეულობით გამოწვეული.
5.3. კომპანია არ აგებს პასუხს შეტყობინების დაგვიანებაზე, არ მიღებაზე, მონაცემთა დაკარგვაზე, სისტემურ შეფერხებაზე, ვირუსზე, გარე ტექნიკურ ჩარევაზე ან სხვა მსგავს გარემოებაზე, რომელიც წარმოიშვა მისი კონტროლის ფარგლებს გარეთ.
5.4. კომპანია ასევე არ აგებს პასუხს ადრესატთა ქსელში ჩართულობაზე, მოწყობილობის მდგომარეობაზე, ოპერატორის შეზღუდვებზე, ბანკის/საგადახდო პროვაიდერის შეფერხებაზე ან სხვა გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეტყობინების საბოლოო მიწოდებაზე, ანგარიშსწორების ასახვაზე ან ბილინგური ოპერაციის შესრულებაზე.
მნიშვნელოვანია: გაგზავნილი შეტყობინების ტექსტზე, მის შინაარსსა და მიმღებთა ბაზის კანონიერ გამოყენებაზე, ასევე ბილინგურ მონაცემთა სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
6.1. მომხმარებელი მომსახურების მისაღებად წინასწარ ყიდულობს შეტყობინებებს, ავსებს ბალანსს ან ააქტიურებს შესაბამის პაკეტს/სერვისს მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
6.2. ბალანსის შევსება შესაძლებელია ინვოისის, საბანკო გადარიცხვის, ონლაინ გადახდის, ბარათით გადახდის ან პლატფორმაზე დაშვებული სხვა გადახდის მეთოდების მეშვეობით.
6.3. თუ გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული საკმარისი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, ან ტრანზაქციის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, კომპანია უფლებამოსილია გადახდა დროებით არ ასახოს, გადაამოწმოს დამატებით ან დააბრუნოს გადამხდელს.
6.4. შეტყობინების ხარჯი დამოკიდებულია ტექსტის სიგრძეზე, სიმბოლოების რაოდენობაზე, ანბანზე, Unicode სიმბოლოებზე და სხვა ტექნიკურ პარამეტრებზე.
6.5. ზოგიერთი სპეციალური სიმბოლო შეიძლება ტექნიკურად ითვლებოდეს განსხვავებულად, რაც აისახება შეტყობინების საბოლოო ღირებულებაზე.
6.6. მომხმარებელს შეუძლია წინასწარ გადაამოწმოს შეტყობინების სავარაუდო ხარჯი პლატფორმაზე არსებული ანალიზატორის ან შესაბამისი ტექნიკური ფუნქციონალის გამოყენებით.
6.7. მას შემდეგ, რაც კომპანიის მხრიდან შეტყობინება ტექნიკურად გადაეცემა შესაბამის ოპერატორულ სისტემას და არსებობს ამის დამადასტურებელი ჩანაწერი, კომპანიას უფლება აქვს ჩამოწეროს მომხმარებლის ბალანსიდან შესაბამისი ოდენობა.
6.8. კომპანია არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს შეტყობინების ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან შეტყობინება კორექტულად იქნა გადაცემული, მაგრამ შემდგომ ეტაპზე მისი მიწოდება შეფერხდა ოპერატორის ან სხვა ტექნიკური მიზეზით.
6.9. საბილინგო სერვისის ფარგლებში პლატფორმაზე ასახული ინვოისები, გადასახდელები, ბალანსები, ტრანზაქციები, ქვითრები და სხვა ფინანსური ჩანაწერები ყალიბდება მომხმარებლის მიერ შეყვანილი, იმპორტირებული ან ინტეგრირებული მონაცემების საფუძველზე; მათი შინაარსობრივი და სამართლებრივი სისწორე ეკისრება მომხმარებელს, თუ კონკრეტულად სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
6.10. თუ პლატფორმა ითვალისწინებს აბონენტურ, პერიოდულ ან პაკეტურ მომსახურებას, შესაბამისი საფასური ირიცხება წინასწარ, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე ან მის ფარგლებში, პლატფორმაზე/ინდივიდუალურ შეთავაზებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
6.11. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს ტარიფები, პაკეტები, ლიმიტები, საკომისიოები ან მომსახურების კომპონენტები. განახლებული პირობები ძალაში შედის მათი გამოქვეყნების ან მომხმარებლისთვის შეტყობინების შემდეგ, თუ სხვა ვადა პირდაპირ არ არის მითითებული.
6.12. თუ მომსახურება მოიცავს პერიოდულ გადახდას ან ავტომატურ განახლებას, მომხმარებელი თანხმდება, რომ შესაბამისი საფასური შეიძლება ჩამოიჭრას მისი არჩეული გადახდის მეთოდიდან ან ბალანსიდან, მომსახურების გაგრძელების მიზნით, თუ ასეთი ფუნქციონალი პლატფორმაზე აქტიურია.
6.13. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშზე საკმარისი ბალანსი ან მოქმედი გადახდის საშუალება. არასაკმარისი ბალანსის, წარუმატებელი გადახდის ან ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს შეზღუდოს, შეაჩეროს ან ნაწილობრივ გათიშოს მომსახურება დავალიანების სრულ დაფარვამდე.
6.14. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით, რაც პირდაპირ არის განსაზღვრული კანონით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან კომპანიის მიერ ცალკე დადგენილი დაბრუნების პოლიტიკით. უკვე მოხმარებული, დარიცხული, აქტივირებული ან ტექნიკურად შესრულებული მომსახურების საფასური, როგორც წესი, დაბრუნებას არ ექვემდებარება.
6.15. თუ მომხმარებელი ბანკის, საგადახდო სისტემის ან ბარათის ემიტენტის მეშვეობით დაიწყებს chargeback-ს, დავის საგანს გახდის კანონიერად დარიცხულ მომსახურებას ან მოახდენს გადახდის გაუქმებას არაკეთილსინდისიერად, კომპანია უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს მომსახურება, დაბლოკოს შესაბამისი ოპერაციები და მოსთხოვოს მომხმარებელს ზარალის ანაზღაურება.
6.16. ყველა ფასი, ტარიფი და საკომისიო, თუ პირდაპირ სხვა რამ არ არის მითითებული, შეიძლება მიეთითოს დღგ-ს ჩათვლით ან მის გარეშე, შესაბამისი საგადასახადო რეჟიმის შესაბამისად. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო და საბუღალტრო ვალდებულებების შესრულებაზე.
7.1. პლატფორმაზე ხელმისაწვდომი საბილინგო ფუნქციონალი შეიძლება მოიცავდეს კლიენტების, ანგარიშების, ტრანზაქციების, ინვოისების, გადასახდელების, ქვითრების, სტატუსების, გადახდის ისტორიის, დავალიანებების, შეტყობინებებისა და შესაბამისი ანგარიშგების მართვას.
7.2. თუ მომხმარებელი იყენებს პლატფორმას მესამე პირებისთვის ინვოისების, გადახდის შეტყობინებების, დავალიანების შეხსენებების ან სხვა კომუნიკაციების შესაქმნელად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე, საფუძვლიანობაზე, კანონიერებაზე და შესაბამის კომერციულ ურთიერთობაზე.
7.3. კომპანია არ არის მხარე მომხმარებელსა და მის კლიენტს, გადამხდელს, მოვალეს ან სხვა მესამე პირს შორის წარმოშობილ ფინანსურ, სახელშეკრულებო ან საგადასახადო ურთიერთობაში, თუ ცალკე წერილობით სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
7.4. პლატფორმაზე ასახული სტატუსები, მათ შორის „გადახდილი“, „მოლოდინში“, „ვადაგადაცილებული“, „ნაწილობრივ გადახდილი“ ან სხვა ნიშნულები, ეფუძნება სისტემაში დაფიქსირებულ მონაცემებს, ინტეგრაციებს ან მომხმარებლის მოქმედებებს და შეიძლება საჭიროებდეს დამატებით გადამოწმებას.
7.5. თუ პლატფორმა ინტეგრირებულია ბანკთან, საგადახდო კარიბჭესთან, ERP/CRM სისტემასთან, API-სთან ან სხვა მესამე მხარის სერვისთან, კომპანია არ აგებს პასუხს ასეთი ინტეგრაციის გარე შეფერხებაზე, დაგვიანებაზე, მონაცემთა არაზუსტ სინქრონიზაციაზე ან შეწყვეტაზე, თუ პრობლემა გამოწვეულია კომპანიის კონტროლის ფარგლებს გარეთ არსებული მიზეზით.
7.6. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს საბილინგო მონაცემები, ინვოისები, სტატუსები, გადასახდელები და ისტორია. ტექნიკური ხარვეზის, არაზუსტი ჩანაწერის ან საეჭვო აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს კომპანიას.
7.7. კომპანია უფლებამოსილია დაამატოს, შეცვალოს ან გააუქმოს საბილინგო მოდულები, ფუნქციები, ინტეგრაციები ან ლიმიტები პლატფორმის განვითარების, უსაფრთხოების, სამართლებრივი მოთხოვნების ან კომერციული პოლიტიკის შესაბამისად.
8.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი გახდა დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო.
8.2. დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი გარემოება, რომელიც არ არსებობდა შეთანხმების დადების დროს და რომლის თავიდან აცილება ან შედეგების გადალახვა მხარეებს გონივრულად არ შეეძლოთ.
8.3. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურება, ხანძარი, აფეთქება, საომარი მოქმედება, სამოქალაქო არეულობა, გაფიცვა, სახელმწიფო აქტები, მასშტაბური ტექნიკური ავარია და სხვა მსგავსი შემთხვევები.
8.4. ფორს-მაჟორის პერიოდში კომპანია არ აგებს პასუხს მომსახურების დაგვიანებაზე, შეზღუდვაზე ან შეუსრულებლობაზე.
8.5. თუ ფორს-მაჟორის პირობებში კომპანიას ერთდროულად აქვს რამდენიმე მომხმარებლის მომსახურების ვალდებულება, კომპანია უფლებამოსილია თავად განსაზღვროს შესრულების რიგითობა და მოცულობა.
9.1. მხარეები ცდილობენ წარმოშობილი დავა პირველ რიგში მოაგვარონ მოლაპარაკების გზით.
9.2. თუ დავის მოლაპარაკებით გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, იგი განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1. მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ერთმანეთის შესახებ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნონ იგი მესამე პირებზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობისა.
10.2. მხარეები ასევე ვალდებულნი არიან დაიცვან პლატფორმაზე გამოქვეყნებული კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების წესები.
11.1. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
11.2. პირობები სავალდებულოა როგორც მხარეებისთვის, ისე მათი უფლებამონაცვლეებისთვის.
11.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე პირობებით და მასთან დაკავშირებული მოქმედი დოკუმენტებით.
11.4. რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს შეთანხმების სხვა ნაწილების ბათილობას.
11.5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია უფლებამოსილია მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან ნომერზე გაგზავნოს მომსახურებასთან დაკავშირებული საინფორმაციო, სისტემური, საბილინგო და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, მარკეტინგული შეტყობინებები. მომხმარებელს უფლება აქვს დადგენილი წესით მოითხოვოს ისეთი კომუნიკაციის შეწყვეტა, რომელიც სავალდებულო საოპერაციო შეტყობინებას არ წარმოადგენს.
11.6. წინამდებარე პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისა და პირობებზე თანხმობის დაფიქსირების მომენტიდან და მოქმედებს მომსახურებით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ბოლო განახლების თარიღი: 16 აპრილი, 2026 წელი.