SMS API, სმს აპი, სმს სერვისი, სმსების გაგზავნა

SMS API ინტერფეისი

სმს API საიტისთვის, CMS და CRM სისტემებისთვის.

REST API

რა შესაძლებლობებს იღებ?

ერთი ინტეგრაციით შეძლებ რეგისტრაციის დადასტურებას, ტრანზაქციული შეტყობინებების გაგზავნას, OTP კოდების გამოყენებას, დაგეგმილ გაგზავნას და სტატუსების მიღებას callback-ით.

ინტეგრაცია საიტი / CMS / CRM
მეთოდი REST API
გაგზავნა OTP / Bulk / Scheduled
სტატუსები Callback
SMS API ინტეგრაცია, სმს api, sms developers

გამოყენების სფეროები

ყველაზე ხშირად, SMS API დაკავშირება გამოიყენება შემდეგ სცენარებში:

  • მომხმარებლის რეგისტრაციის დაკავშირება კონკრეტულ სააბონენტო ნომერზე SMS-ის საშუალებით
  • საბანკო ანგარიშების ტრანზაქციების შეტყობინება
  • შეკვეთის სტატუსის, აქციების, ახალი პროდუქტებისა და ნებისმიერი SMS რეკლამის გაგზავნა

როგორ დავიწყო

გაიარეთ ავტორიზაცია

შეავსეთ ბალანსი

გააქტიურეთ API სერვისი

მესიჯის გაგზავნა

მესიჯის გაგზავნა

https://api.ubill.dev/v1/sms/send?key=0123456789&brandID=1&numbers=995511194242,995511194242&text=message

სავალდებულო პარამეტრები

პარამეტრი აღწერა
key საიდუმლო API გასაღები სისტემასთან დასაკავშირებლად. გასაღების ნახვა და მართვა შესაძლებელია კომპანიის პარამეტრებში.
brandID ბრენდნეიმის უნიკალური ID სისტემაში.
numbers მძიმით გამოყოფილი მობილური ნომრები. ნომრები უნდა იყოს საერთაშორისო ფორმატში, 00 და + გარეშე.
text შეტყობინების ტექსტი. დასაშვებია ნებისმიერი Unicode სიმბოლო.

არასავალდებულო პარამეტრები

პარამეტრი აღწერა
stopList stopList=false - სტოპ სიაში შემოწმების გათიშვა. მესიჯი გაიგზავნება იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღები ნომერი სტოპ სიაშია.
otp otp=true - ერთჯერადი ავტორიზაციის კოდებისთვის (OTP / verification code) განკუთვნილი SMS.
იგზავნება უმაღლესი პრიორიტეტით.
გამოიყენეთ მხოლოდ ავტორიზაციის პროცესში. სხვა ტიპის შეტყობინებებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
sendTime მესიჯის დაგეგმილი გაგზავნის დრო.
ფორმატი: Y-m-d H:i (მაგ: 2026-02-01 23:30)
მითითებული დრო უნდა იყოს მიმდინარე დროის შემდეგ.
თუ პარამეტრი არ არის გადმოცემული, მესიჯი იგზავნება დაუყოვნებლივ.

მესიჯის სტატუსის ავტომატურად მიღება (Callback)

SMS API საშუალებას გაძლევთ ავტომატურად მიიღოთ გაგზავნილი შეტყობინებების სტატუსი თქვენს სერვერზე Callback მექანიზმის საშუალებით.

როდესაც მესიჯის სტატუსი იცვლება (გაგზავნილია, მიწოდებულია, ვერ გაიგზავნა და ა.შ.), სისტემა აგზავნის GET მოთხოვნას თქვენს მითითებულ HTTPS მისამართზე.

Callback URL-ის მოთხოვნები

  • მისამართი უნდა იწყებოდეს https://-ით
  • მეთოდი: GET
  • Callback URL ინიშნება კომპანიის პარამეტრებში

GET მოთხოვნის მაგალითი

https://example.com/callback?key=YourCallbackKey&smsID=12345678&number=995511194242&statusID=1&date=2026-02-01 12:02:02

გადმოცემული პარამეტრები

პარამეტრი აღწერა
key Callback ვალიდაციის გასაღები, თქვენი სერვერისთვის.
smsID მესიჯის უნიკალური იდენტიფიკატორი.
number მიმღების მობილური ნომერი (საერთაშორისო ფორმატში).
statusID მესიჯის მიმდინარე სტატუსის კოდი.
date სტატუსის განახლების დრო (Y-m-d H:i:s).

სტატუსების მნიშვნელობა

statusID აღწერა
0 გაგზავნილია
1 მიღებულია
2 ვერ გაიგზავნა
3 მოლოდინში
4 შეცდომა

Callback-ის დამუშავების მაგალითი (PHP)

<?php
$key      = $_GET['key'] ?? null;
$smsID    = $_GET['smsID'] ?? null;
$number   = $_GET['number'] ?? null;
$statusID = $_GET['statusID'] ?? null;
$date     = $_GET['date'] ?? null;

// ვალიდაცია: დარწმუნდით, რომ key ემთხვევა თქვენს callback გასაღებს
if ($key !== 'YourCallbackKey') {
    http_response_code(403);
    echo 'Forbidden';
    exit;
}

// აქ დაამუშავეთ მიღებული სტატუსი თქვენს სისტემაში

http_response_code(200);
echo 'OK';
?>

Callback ჩაითვლება წარმატებულად, თუ თქვენი სერვერი დააბრუნებს HTTP 200–299 სტატუს კოდს.

მზად ხარ ინტეგრაციისთვის?

გამოიყენე SMS API შენი სისტემიდან შეტყობინებების სწრაფად გასაგზავნად, სტატუსების სამართავად და მომხმარებელთან კომუნიკაციის ავტომატიზაციისთვის.

ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები

ვიყენებთ წამყვან და სანდო ტექნოლოგიებს

uBill დაფუძნებულია თანამედროვე ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მარტივ მასშტაბირებას

ზემოთ ასვლა