SMS სერვისი ბიზნესისთვის

საინფორმაციო SMS სერვისი

სწრაფი, პირდაპირი და ეფექტური გზა მომხმარებელთან დასაკავშირებლად - როცა გჭირდება დროული შეტყობინება, მაღალი გახსნადობა და სტაბილური კომუნიკაცია.

SMS SERVICE

რატომ მუშაობს SMS?

მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მყისიერად, პირდაპირ ტელეფონზე. სწორედ ამიტომ SMS ხშირად ყველაზე სწრაფი არხია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაწოდებლად.

გამოყენება ინფორმირება და შეხსენება
ფორმატი მოკლე და პირდაპირი
ბრენდინგი კომპანიის სახელით გაგზავნა
მართვა დაგეგმილი და მასობრივი გაგზავნა

გააგზავნე შენი კომპანიის სახელით

გამოიყენე ინდივიდუალური ბრენდნეიმი, რათა მომხმარებელმა შეტყობინება მიიღოს უშუალოდ შენი კომპანიის სახელით. ეს ზრდის ნდობას, ამარტივებს ამოცნობას და კომუნიკაციას უფრო პროფესიულს ხდის.

ბრენდნეიმით SMS გაგზავნა, სმს სერვისი, საინფორმაციო sms

დაგეგმილი დაგზავნა

შეტყობინებების გაგზავნა შეგიძლია ზუსტად იმ დროს, როცა ეს ყველაზე ეფექტურია - სამუშაო დღის დასაწყისში, კონკრეტულ თარიღზე, შაბათ-კვირას ან სპეციალური მოვლენის წინ. ასე კომუნიკაცია უფრო ზუსტი და შედეგიანი ხდება.

დაგეგმილი sms დაგზავნა, ჯგუფური sms, sms კამპანია

როგორ გიმარტივებს მუშაობას საინფორმაციო SMS

საინფორმაციო SMS სერვისი კომპანიებს ეხმარება მუდმივად იყვნენ კავშირზე მომხმარებლებთან და დროულად მიაწოდონ მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

აქციები და ფასდაკლებები

გაყიდვის დაწყება, სეზონური შეთავაზება ან სპეციალური აქციის შესახებ სწრაფი ინფორმირება.

ივენთებზე მოწვევა

ღონისძიებები, ახალი პროდუქტის პრეზენტაცია, გახსნა ან სხვა აქტივობები მომხმარებლისთვის.

დღესასწაულების მილოცვა

ახალი წელი, 8 მარტი, კორპორაციული თარიღები და სხვა სადღესასწაულო კომუნიკაცია.

შეკვეთის სტატუსი

შეკვეთის დამუშავება, გზაში ყოფნა, გაცემის ადგილზე მისვლა ან მზადყოფნის შეტყობინება.

გადახდის ინფორმაცია

გადახდის დადასტურება, ვადის შეხსენება, თანხის ჩარიცხვა ან სხვა ფინანსური შეტყობინება.

სიახლე პროდუქტის ან სერვისის შესახებ

ახალი კოლექცია, ახალი სერვისი, განახლებული შეთავაზება ან საწყობის შევსება.

შეტყობინებების მაგალითები

ქვემოთ მოცემულია ტიპური მაგალითები, თუ როგორ შეიძლება SMS-ის გამოყენება სხვადასხვა სცენარში.

აქცია და ფასდაკლება

გამოიყენე მოკლე ტექსტი, მკაფიო შეთავაზება და ვადა.

მარიამ, 1 ოქტომბრიდან ვიწყებთ ფეხსაცმლის შემოდგომის კოლექციის გაყიდვას. გელოდებით ყოველდღე 10:00-დან 18:00-მდე. 30% ფასდაკლება ყველაფერზე!

ივენთზე მოწვევა

დაამატე კონკრეტული ადგილი, დრო და მოკლე მოწვევა.

გიორგი, გვინდა თქვენთან ერთად აღვნიშნოთ ღვინის სახლის 10 წლის იუბილე. გელოდებით შაბათს, 21 მაისს, 10:00-დან 19:00-მდე.

დღესასწაულის მილოცვა

კარგად მუშაობს ლოიალური მომხმარებლების გასააქტიურებლად.

დემეტრე, გილოცავთ ახალ წელს! 25 დეკემბრამდე გჩუქნით 2 კგ-მდე ამანათს საქართველოს მასშტაბით. აქციის დეტალები იხილეთ საიტზე.

შეკვეთის სტატუსი

ინფორმაცია უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და სასარგებლო.

თქვენი შეკვეთა #205 მოვიდა გაცემის ადგილზე. გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვმუშაობთ 09:00-დან 20:00-მდე.

გადახდის შეტყობინება

ფინანსურ ტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცხადე.

სერვისი (100001) გადახდილია 2022-03-28-მდე. მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს.

სიახლე პროდუქტის შესახებ

ახალი შეთავაზებების გასაცნობად SMS განსაკუთრებით ეფექტურია.

სიახლე - ჩამოვიდა ახალი კოლექცია. გთავაზობთ 50% ფასდაკლებას კვირის ბოლომდე.

არ დაკარგო დრო, დაიწყე ახლავე

გამოიყენე SMS სერვისი მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციისთვის - როგორც ერთჯერადი კამპანიებისთვის, ისე ყოველდღიური ინფორმირებისთვის.

ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები

ვიყენებთ წამყვან და სანდო ტექნოლოგიებს

uBill დაფუძნებულია თანამედროვე ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მარტივ მასშტაბირებას

ზემოთ ასვლა